ოსლოს უნივერსიტეტში გამოფენა - “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” გაიხსნა

 14.10.2018 ნორვეგია- ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში  გამოფენა - “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” გაიხსნა.
 
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ნორვეგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მაია ყიფშიძემ,  რომელმაც საქართველოს კულტურაზე, ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიასა და უნიკალური დამწერლობის შესახებ ისაუბრა.
 
გამოფენა საზეიმოდ გახსნა ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, სვაინ ენგელსტადმა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგნენ ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი იენს ბრაარვიგი და  ნორვეგიელი ლინგვისტისა და ქართული ენის მცოდნის ჰანს ფუგტის შვილი, პეტერ ფუგტი. 

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.