ოტავაში საქართველოსა და ბარბადოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება აღნიშნეს

 
15.05.2018 -კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ და კანადაში ბარბადოსის უმაღლესმა კომისარმა ივონ ვოლკსმა ოტავას ისტორიულრიდო კლუბშისაზეიმოდ აღნიშნეს  საქართველოსა და ბარბადოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება
 
კონსტანტინე ქავთარაძემ ივონ ვოლკსის მადლობა გადუხადა ბარბადოსსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დმაყარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის  და გაწეული დახმარებისთვის.
 
ღონისძიების ფარგლებში, განხილული იქნა  ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ურთიერთობები კარიბის ზღვის ქვეყნების გაერთიანებასთან („CARICOM“).
საქართველოს ელჩმა აღნიშნა საერთაშორისო ფორმატებში „CARICOM“-ის ქვეყნების და კერძოდ, ბარბადოსის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ​