ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისობის დღესასწაულზე განახლებული აღმაშენებელი მოინახულეს

8.10.2017 თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ . თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად თბილისობის დღესასწაულზე აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს ელმარ მამედიაროვს, პავლო კლიმკინს და ანდრეი გალბურს ახალ აღმაშენებელზე უმასპინძლა

მინისტრებმა ფეხით გაისეირნეს და სპეციალურად თბილისობისათვის დადგმული ქუჩის ღონისძიებები და გამოფენები დაათვალიერესსტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, რის შემდეგაც სამახსოვროდ ქართული კერძების მენიუებით შექმნილი საქართველოს რუკა და ტკბილეული გადაეცათ.

საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ორგანიზაცია სუამ-ის საიუბილე-  20 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომაში მონაწილეობის მიზნით ეწვივნენ