პანამის რესპუბლიკის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

31.05.2019 პანამა - პანამის რესპუბლიკის დედაქალაქში, საქართველოს საელჩოსა და პანამაში საქართველოს საპატიო კონსულის, ერასმო პინილია აპარისიოს ორგანიზებით,საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პანამის რესპუბლიკაში(რეზიდენციით .მეხიკო), ზურაბ ერისთავმა. ელჩმა 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობასა და საქართველო -პანამის ორმხრივ, ასევე რეგიონულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პანამის საგარო უწყების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.