პარაგვაიში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

20.05.2019 პარაგვაი- პარაგვაიში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა ( რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი)  შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლუის ალბერტო კასტილიონისთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ანტონიო რივას პალასიოსთან.

შეხვედრაზე დადებითად იქნა შეფასებული ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ვიზიტების ზრდის დინამიკა და აღინიშნა, რომ უფრო ინტენსიური გახდა დიალოგი სხვადასხვა ფორმატში.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის, მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დაგეგმვისა და სხვა მიმდინარე საკითხების შესახებ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარაგვაიში საქართველოს საპატიო კონსული, კონრადო პაპალარდო.