პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს ევროპული ინტეგრაციის სამომავლო ნაბიჯები გააცნო

20.12.2017 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებთან ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით 2017 წლის მნიშვნელოვანი შედეგები შეაჯამა და მათ ამ მიმართულებით დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯები გააცნო. 

მისი განცხადებით ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესით და გატარებული ძალისხმევით ევროკავშირის მიერ საქართველო აღიარებულია, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში. მინისტრმა 2017 წლის მნიშვნელოვან შედეგებად დაასახელა: უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ევროკავშირთან;   ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება; სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით მიღებული ასოცირების ახალი, ამბიციური დღის წესრიგი 2017-2020 წლებისათვის; უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრა და EBRD-სა და EIB-ის უპრეცენდენტოდ მაღალი დაფინანსება.

მინისტრმა დეპუტატებს გააცნო ე.წ. „საგზაო რუკა ევროკავშირისკენ", რაც ინტეგრაციის 4 პრიორიტეტულ მიმართულებას ისახავს. ესენია საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება, ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სრული და ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით. მინისტრის განცხადებით ეს გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობის 70%-ის საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში დანერგვას, ქვეყნის დემოკრატიული და სექტორული ინსტიტუტების ევროპული სტანდარტით განვითარებას. ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან მიმართულებად დასახელდა  საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის პროცესი, რათა გამოიკვეთოს ის დამატებითი საკანონმდებლო დაახლოების სფეროები, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული „ამ სამუშაოს შედეგად ჩვენ ვამზადებთ ნიადაგს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯებისთვის" - განაცხადა მინისტრმა. 

ინტეგრაციის პრიორიტეტულ მიმართულებებში დასახელდა დამატებითი 6 ნაბიჯი, რაც მოიცავს ასოცირების შეთანხმების მიღმა ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციონალური დაახლოებას, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან მაქსიმალური ინტეგრაციას; ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდას; ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია და გაღრმავებას; თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გაძლიერებულ თანამშრომლობას; ევროკავშირთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთკავშირების გაღრმავებას. სამომავლო პრიორიტეტებს შორის ხაზი გაესვა აქტიურ მუშაობას „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, რაც ევროკავშირში სრულფასოვან წევრობას ისახავს მიზნად, ქართული საზოგადოების მტკიცე არჩევანია. მინისტრის განცხადებით აღნიშნული უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიის კონსოლიდაციას, ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მდგრად განვითარებასა და კეთილდღეობას თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის. 

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა ევროინტეგრაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის - მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერასა და აქტიურ ჩართულობას. 

 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '17816')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.