პეკინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

4.06.2019 ჩინეთი - პეკინში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
 
დამსწრე საზოგადოების წინაშე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი არჩილ კალანდია და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჭანგხანჰუეი.

ღონისძიების ფარგლებში  გაიმართა ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, ქართული ღვინის უნიკალური ისტორიისა და ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.
ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და ვეფხისტყაოსნის უძველესიხელნაწერების ასლების გამოფენა.

ასევე, მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ ჩინეთში მოღვაწე კომპანიები, კერძოდ, “დუგლაძეები“, “სათავადო“ და “მილადა“-ს ბრენდი ვენახი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, მედიის, ბიზნეს წრეების, კვლევითი ცენტრების, ასევე პეკინში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა დაქართული დიასპორის წარმომადგენლები.