პირველად მიუნხენის კონფერენციის თანაორგანიზებით 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება

18.02.2018 ქ. მიუნხენი - ​პირველად მიუნხენის კონფერენციის თანაორგანიზებით 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება,  თემატური პანელი - „ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა". ღონისძიების მიზანს გერმანულ საზოგადოებში საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და საქართველოს და ქართული კულტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ღონისძება მიუნხენის კონფერნეციის ხელმღღვანელის მოადგილემ ბენებდიქტ ფრანკემ გახსნა. თემატურ პანელში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მწერლებმა ზურაბ წარუმიძემ, აკა მორჩილაძემ და ალექსანდრე კარტოზიამ.

„დღეს ჩვენ პირველად, მიუნხენის კონფერენციის თანაორგანიზებით და ხელშეწყობით, გავმართეთ ღონისძიება, რომელიც გახლდათ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ჩვენ, ქართველ მწერლებთან ერთად,  გვესაუბრა საქართველოს როლზე არა მხოლოდ ისტორიულ ჭრილში, არამედ გვესაუბრა თანამედროვე საქართველოზე და მის როლზე ევროპულ პოლიტიკაში, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში და ასევე ევროპულ კულტურაში. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მსგავსი ღონისძიებებით კიდევ უფრო გავაღვივოთ გერმანულ საზოგადოებაში საქართველოსადმი ინტერესი, მოვემზადოთ ფრანქფურტის წიგნის ბაზრობისთვის, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება და მოვახდინოთ ქვეყნის პოპულარიზაცია. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რაც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
 
ვიცე-პრემიერმა მიუნხენში გამართული ღონისძიების ფარგლებში ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ არჩევანზე და აღნიშნა, რომ  საქართველო იმყოფება ინტეგრაციის პროცესში: „ ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ქართველ მოქალაქეებს მიეცათ უვიზოდ მოგზაურიბის შესაძლებლობა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში. ეს ყოველივე კიდევ უფრო თვასაჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ საქართველო არის თავისუფალი ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ ვატარებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმებს და მოტივირებული ვართ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ვიდრე ჩვენგან ამას ითხოვს ასოცირების ხელშეკრულება” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
 
მიუნხენის 54-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდი როტი, ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოტი, კონფერეცნიის მონაწილეები, მასმედიის, ლიტერატურურლი წრეების და დიასპორის წარმოამდგენლები.