პოლონეთის რესპუბლიკაში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა -„ნიკო ფიროსმანი და მსოფლიო“ გაიხსნა

30.01.2018 პოლონეთი - პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, ოფიციალურად გაიხსნა ნიკო ფიროსმანის გამოფენების აფიშების ორიგინალების ექსპოზიცია -„ნიკო ფიროსმანი და მსოფლიო“.

აღსანიშნავია,რომ დამთვალიერებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს ნიკო ფიროსმანის საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოფენების ამსახველ აფიშებს.
საელჩოში გამოფენილი ექსპოზიცია ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

მსოფლიო გამოფენათა აფიშები საელჩოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება.