პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს პრეზიდენტთან

12.02.2018 პოლონეთი- პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს პრეზიდენტთან ტომაშ პისულასთან, სადაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელობას და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

მხარეებმა, უახლოეს მომავალში, პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს        საგარეო ვაჭრობის ოფისის თბილისში გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.