პოლონეთის სეიმმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ პოლონეთი გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ აგრესიას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გატაცებების, მკვლელობის და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ სხვა ძალადობრივ აქტებს.

Resolution of the Sejm of the Republic of Poland on the 10th Anniversary of the Russian Federation’s Aggression against Georgia