პოლონეთის სენატის მარშალი საქართველოშია

15.12.2018 - საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად პოლონეთის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი და პოლონეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰალინა შიმანსკა საქართველოში ჩამოვიდნენ. პოლონელ სტუმრებს თბილისის აეროპორტში  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ
ნინუა დახვდა.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და სასიამოვნო ფაქტია, რომ მე და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი ვიმყოფებით საქართველოში. მოხარულები ვართ, რომ ხვალ მივიღებთ მონაწილეობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალში.  საქართველო პოლონეთის სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ურთიერთობები ძალიან კარგად არის განვითარებული და იმედი მაქვს, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებშიც ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება. პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდაც გამოთქვამს დიდ სურვილს, რომ ეს ურთიერთობები საპრეზიდენტო დონეზეც უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს."-განაცხადა სტანისლავ კარჩევსკიმ.

პოლონეთის სეიმის მარშალი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
 
საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად უკვე ჩამოვიდნენ ლიეტუვის სეიმის მარშალი- ვიქტორას პრანკიეტისი, მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი ქრისტინა ლესნიკი და ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი- იაროსლავ კუბერა.