პოლონეთში გამართულ მე-9 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში საქართველომ პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღო მონაწილეობა

23.02.2018  ქ.ვროცლავი - საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვროცლავში 23-25 თებერვალს გამართულ მე-9 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით პირველად წარსდგა. გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა და ოთხი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.წარმოდგენილ ქართულ სტენდზე დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.

გამოფენის ფარგლებში,  საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო  ქვემო სილეზიის ეკონომიკური თანამშრომლობის სააგენტოში ტურისტული პოტენციალის შესახებ  გამართულ შეხვედრაში, რომელზეც  მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე  განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება რეგიონულ თანამშრომლობაზე, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის ათვისებასა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ტურისტული გამოფენის გახსნით ცერემონიალზე, სიტყვით გამოვიდა ქვემო სილეზიაში ვიზიტით მყოფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე და პოლონეთში საქართველოს საელჩოს დესპანი ია ლომიძე, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.

პოლონეთში ვიზიტით მყოფმა აჭარის დელეგაციამ,  შეხვედრები გამართა ქვემო სილეზიის მარშალთან ცეზარ ფშიბილსკისთან და ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან. აღსანიშნავია,რომ ქვემო სილეზიის ინოვაციის და მეცნიერების პარკსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს შორის ხელი მოეწერა განზრახვის წერილს,რომელიც მიზნად ისახავს ზამთრის საკურორტო ცენტრებს- პოლონეთის „შკლარსკა პორემბა იაკუშეცის“ და საქართველოს კურორტ ,,გოდერძის“ შორის თანამშრომლობის დაწყებას და გაღრმავებას.

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '18112')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.