პოლონეთში ქართულ საკვირაო სკოლას „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადაეცა

25.03.2019 პოლონეთი- პოლონეთში საქართველოს საელჩოში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვარლამ ბაძაღუამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა საკვირაო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერსაკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცეს

ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სადაც ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რაც საგარეო უწყებას გააჩნია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გასაძლიერებლად.

ღონისძიების ფარგლებში, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვარლამ ბაძაღუამ შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
 
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს  „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა  საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის  ქართული ენის სწავლების  ინტეგრირებული პროგრამა და სახელმძღვანელო, რომელიც საკვირაო სკოლებს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.