პოლონეთში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

02.02.2018 პოლონეთი - პოლონეთში,საქართველოს საელჩოში ფუნქციონირება დაიწყო ქართულმა საკვირაო სკოლამ. სკოლის წარმომადგენლებმა საზეიმო შეხვედრა გამართეს  მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. შეხვედრაზე  განხილულ იქნა სწავლის პროგრამა და სასწავლო გეგმა.პირველი გაკვეთილი მიეძღვნა ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიას და საქართველოს კუთხეების გაცნობას.

სასწავლო პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 10 -15 ბავშვი,მათ შორის, ადგილობრივი მაცხოვრებლები და  დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელთა ოჯახის წევრები.სასწავლო პროცესს უხელმძღვანელებს ვარშავის ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი,ლანა ბუკრაძე.

საკვირაო სკოლის ფარგლებში გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ერთხელ.