პოლონეთში კონფერენცია-Youth Policy - Outcomes, Challenges and Opportunities in Eastern Partnership Countries” გაიმართა

15.07.2019 პოლონეთი - პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის თამარ ლორთქიფანიძის თანაორგანიზებით, კონფერენცია - “Youth Policy - Outcomes, Challenges and Opportunities in Eastern Partnership Countries” გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ რაფალ პობორსკიმ გახსნა. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის განვლილი 10 წლის მიღწევებსა და მომავალზე.

სადისკუსიო სესიაზე პრეზენტაციები გააკეთეს ექვსმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნის წარმომდგენლებმა, რომლებმაც მიმოიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდული პოლიტიკა, ასევე, ისაუბრეს ახალგაზრდების წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვარშავაში აკრედიტებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, ასევე ქართველი და უცხოელი სტუდენტები.