პოლონეთში საქართველოს ელჩი ქ. გროძისკ მაზოვიეცკსის ეწვია

 
17.04.2019 პოლონეთი- პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია ქ. გროძისკ მაზოვიეცკს, სადაც შეხვედრები გაიმართა ქალაქის მერთან გჟეგოჟ ბენედიკჩინსკისთან და ქ. პოვიატის გამგებელთან მარეკ ვიეჟბიცკისთან.
 
შეხვედრებზე დაისახა თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში, ასევე, ყურადღება გამახვილდა ხელოვანებისა და ახალგაზრდების გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე. მხარეებს შორის განხილული იქნა ორი ქვეყნის ქალაქებს შორის ურთიერთანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობები.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი გაეცნო ადგილობრივ ეკონომიკურ პოტენციალს, მოინახულა კულტურის ცენტრები და რეგიონში არსებული ყველაზე დიდი, მრავალფუნქციური საავადმყოფო.