პოლონეთში საქართველოს ელჩი ვიზიტით პომერანიის რეგიონს ეწვია

28.03.2018 ქ. გდანსკი - პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი პომერანიის (პომორსკის) რეგიონს ეწვია. ელჩმა შეხვედრა გამართა პომერანიის გუბერნატორთან  დარიუშ დრელიხთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოლონურ-ქართული რეგიონალური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. ასევე, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. 
 
ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა  ასევე შეხვედრა გამართა პომერანიის ვიცე-მარშალთან, ქშიშტოფ ტრავიცკისთან. მხარეებმა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს. მათ შორის, ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის რეგიონებსა და ქალაქებს შორის თანამშრომლობის დამყარების მნიშვნელობას.
 
საქართველოს ელჩი ასევე ეწვია ევროპის სოლიდარობის ცენტრს, სადაც შეხვედრა გამართა ცენტრის დირექტორთან ბასილ კერსკისთან. ქართული და პოლონური მხარეების მიერ გამოითქვა მზაობა კულტურისა და განათლების სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით.