პორტუგალიაში საქართველოს საელჩომ ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

30.09.2019 პორტუგალია -  საქართველოს საელჩომ პორტუგალიის რესპუბლიკაში მონაწილეობა მიიღო ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც პორტუგალიაში ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტის EUNIC და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ქ. ლისაბონში Campo Grande ს პარკში გაიმართა.

საელჩოს მიერ მოწყობილმა ქართული ენის კუთხემ, ღონისძიებაში მონაწილე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, სადაც მათ მიეწოდათ ინფორმაცია ქართული ენისა და და ანბანის შესახებ, აგრეთვე დაურიგდათ ქართული ენის, ისტორიის, კულტურისა და ტურისტული პოტენციალის ამსახველი სხვადასხვა სახის საინფორმაციო ბროშურები, დისკები და შესაბამისი მასალა.