პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის კომენტართან დაკავშირებით

18.05.2017 თბილისი - ​საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის, პრესსპიკერმა თავის განცხადებაში მკაფიოდ დაადასტურა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში.

აღნიშნულ განცხადებაში ფედერიკა მოგერინის ოფისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ეს პრინციპები წარმოადგენს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და მანდატის საფუძველს.