ქ. ფრანკფურტში საქართველოს კონსულმა საკვირაო სკოლის მოსწავლეებს ქართული სახელმძღვანელოები გადასცა

18.10.2019 გერმანია - საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ დიუსელდორფის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართულ მართმადიდებლურ ეკლედიასთან არსებულ ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს საჩუქრად გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსსაკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები.

მან ასევე შეხვედრა გამართა დიუსელდორფის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართულ მართმადიდებლურ სამრევლოსთან, წინამძღვარ მამა ისესთან, ადგილობრივ ქართულ სათვისტომოს წარმომადგენლებთან და საკვირაო სკოლის მასწავლებლებთან.