ქ. განჯაში საქართველოს ახლადდანიშნული გენერალური კონსული სახელმწიფო პროტოკოლის სამმართველოს უფროსს შეხვდა

 
10.07.2019 აზერბაიჯანი- . ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, . განჯაში საქართველოს ახლადდანიშნულმა გენერალურმა კონსულმა, ნიკოლოზ იაშვილმაშეხვედრა გამართა სახელმწიფო პროტოკოლის სამმართველოს უფროსთან ბატონ ფარვინ მირზაზადესთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ფარვინ მირზაზადესათვის საკონსულო პატენტის გადაცემა. გარდა ამისა, მიმოხილულ იქნა საქართველო -აზერბაიჯანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები.

შეხვედრის ბოლოს, ბატონმა მირზაზადემ მიულოცა ნიკოლოზ იაშვილს ქ.განჯაში საქართველოს გენერალურ კონსულად დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.