ქ. კიევში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების საბჭოს 50-ე სხდომა გაიმართა

13.09.2109 ქ. კიევი- ქ. კიევში გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების საბჭოს 50- სხდომა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი.
 
სხდომაზე მხარეებმა ისაუბრეს სუამ-ის ფარგლებში პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და სუამ-ის, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონალური ორგანიზაციის კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე.
 
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილი სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დღის წესრიგის საკითხები.