ქ. ლოძში პოლონეთ-საქართველოს ბიზნეს სემინარი - “Doing Business in Georgia” გაიმართა

 
25.04.2019 პოლონეთი- პოლონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  ქ. ლოძში გაიმართა პოლონეთ-საქართველოს ბიზნეს სემინარი - “Doing Business in Georgia”.
 
სემინარი სიტყვით გახსნეს პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა, ლოძის ვიცე-მერმა ქშიშტოფ პიატკოვსკიმ და ადგილობრივი სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მიხალ ჰაზემ. საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნეს გარემოზე.
 
ბიზნეს სემინარის ფარგლებში, ხელი მოეწერა ლოძისა და პოლონეთ-საქართველოს სავაჭრო პალატებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
 
შეხვედრა, რომელსაც 30-მდე პოლონელი მეწარმე ესწრებოდა,  ლოძის მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი სავაჭრო პალატის, და პოლონეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის ჩართულობით გაიმართა.