ქ. მაინის ფრაკფურტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

28.05.2019 საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ გენერალურ საკონსულოში ქართველ სტუდენტებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართულ-გერმანული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების განვითარებაში ქართველი სტუდენტების როლი. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია სტუდენტებისთვის საინტერესო თემებზე, სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივასა და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
 
შეხვედრის მიზანი იყო გენერალურ საკონსულოსა და სტუდენტების შორის ურთიერთობების განვითარება და მომავალი თანამშრომლობა.
  
26 მაისს ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით ქართულ საკვირაო სკოლაში ასევე გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება , რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ გენერალური კონსული ლევან დიასამიძე და საკვირაო სკოლის დირექტორი მაია შავლიაშვილი. ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და ვრცელი მხატვრული პროგრამა წარმოადგინეს.