ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

3.07.2019 გერმანია- . მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ და  ქ. მაინის ფრანკფურტის ვიცე-მერმა, უვე ბეკერრმა.
ლევან დიასამიძემ  სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, საქართველოს კულტურისა და უძველესი ტრადიციების შესახებ, აგრეთვე მიმოიხილა საქართველოსა და გერმანიას შორის უკანასკნელ წლებში განვითარებული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები.