ქ. მიუნხენში საქართველოს საკონსულო წარმომადგენელი ეყოლება

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ორ მიწაზე - ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს  კონსული მოემსახურება. 

საკონსულო წარმომადგენელი ქ. მიუნხენში, საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით მოქმედ საკონსულო დაწესებულებაში  განთავსდება და ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში მცხოვრებ თანამოქალაქეებს  გაუწევს საკონსულო მომსახურებას.
 
აღნიშნული გადაწყვეტილება საგარეო უწყებამ  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების  რაოდენობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო. 
 
ახლად დანიშნული კონსული ზაქარია მეგრელიშვილი, საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ პირადად გააცნო საქართველოს საპატიო კონსულს კლაუს ჰიპსა და მიუნხენში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს ლერი დათაშვილს.