ქ. ნიქოზიაში ქართულმა საკვირაო სკოლამ სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყო

17.10.2018 კვიპროსი - კვიპროსში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქართული საკვირაო სკოლა დედაქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსდა.
 
საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა   კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ. საქართველოს ელჩმა სტუმრებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, რომლის ხელშეწყობითაც ქართულმა საკვირაო სკოლამ ახალ შენობაში გადაინაცვლა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ განახლებული გარემო დააინტერესებს მოსწავლეებს და მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს განათლების პროცესს.
 
ქართულ საკვირაო სკოლაში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, მათ ასევე ჩაუტარდებათ დრამისა და ხელოვნების გაკვეთილები.