ქ. ნიუ-იორკში ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

 
3.03.2019 ქ. ნიუ-იორკი - საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით ქ. ნიუ-იორკში ქართველი ხელოვანების, მომღერალი ნუცა ნებიერიძისა და მხატვარი ბელა რომელაშვილის ერთობლივი ღონისძიება - "The Connections" გაიმართა.
ბელა რომელაშვილი ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მხატვარია,  ხოლო მომღერალ ნუცა ნებიერიძეს კარგად იცნობს ქ. ნიუ იორკის პუბლიკა.
 
ასევე საქართველოს საკონსულოს ორგანიზებით, ქ. ნიუ იორკში გაიმართა ადამ მორგანშტერნის ფოტოგამოფენა სახელწოდებით „Ten Stories from Georgia“. ფოტოგრაფმა სტუმრებს გაუზიარა საქართველოში მოგზაურობისას მიღებული საინტერესო გამოცდილება და მის მიერ გადაღებული ფოტოების ისტორია. წარმოდგენილი ნამუშევრები ასახავენ ქართულ ტრადიციებს და ღვინის წარმოების უძველეს კულტურას.
 
აღსანიშნავია, რომ ადამ მორგანშტერნი ამერიკელი ჟურნალისტი და ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც ხშირად გვხვდება ცნობილ გამოცემებში როგორიცაა: Forbes, Wall Street Journal და სხვ.