ქ.ოდესაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

5.06.2019 ქ. ოდესა- ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე ქ. ოდესაში საქართველოს კონსულმა, თორნიკე ბერეკაშვილმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
 
საზეიმო მიღებაზე ასევე  სიტყვით გამოვიდნენ ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის, ოდესის საკრებულოს, ქ. ოდესაში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სასულიერო პირები.
 
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო  უკრაინის ხალხური მხატვრული კოლექტივი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „საქართველო“.
 
საღამო მუსიკალურად გააფორმეს ქართული კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრის “ივერია” - ს ქართული საკვირაო სკოლის „ანა-ბანა“-ს ახალგაზრდა მოსწავლეებმა და  მომღერლებმა სალომე ბაკურაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა და დავით მგელაძემ.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ  სოფელ დობროსლავსკის ხელმძღვანელი ლუდმილა პროკოპეჩკო, „საქართველოს ახალგაზრდა ელჩი“ უკრაინაში სანდრო თოფურია, უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, ქ. ოდესაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, სამართალდამცავი ორგანოების, საიმიგრაციო სამსახურის, საბაჟო სამსახურის და უკრაინის სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები.