ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულომ უმასპინძლა 9 აპრილის 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას -„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!“

10.04.2019 ქ. ოდესა- ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ,,ივერია“-ს და ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა, საუბარი შეეხო 9 აპრილს განვითარებული მოვლენების მნიშვნელობას.
 
ღონისძიების მონაწილეებს ვიდეო ჩართვის საშუალებით სიტყვით მიმართა  ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა  გიორგი კეკელიძემ.
 
ასევე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ი. მეჩნიკოვის სახელობის ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის უკრაინის ისტორიის დოცენტი ალექსანდრე მუზიჩკო, რომელმაც ისაუბრა ქართველებისა და უკრაინელების თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულომ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, ქართულმა საკვირაო სკოლა „ანა-ბანა“-მ, ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა „ივერიამ“-მ, მეგობრული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებმა