ქ. პრეტორიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

28.05.2019  სამხრეთ  აფრიკის  რესპუბლიკის  ადმინისტრაციულ  დედაქალაქ  პრეტორიაში  საქართველოს  საელჩოს  ორგანიზებით,  გაიმართა  საქართველოს  დამოუკიდებლობისდღისადმი  მიძღვნილი  მასშტაბური  მიღება.
 
ღონისძიება  საქართველოს  და  სამხრეთ  აფრიკის  ეროვნული  ჰიმნებით  გაიხსნა.  დამსწრე  საზოგადოებას  სიტყვით  მიმართეს  სამხრეთ  აფრიკის  რესპუბლიკაში  საქართველოს  საგანგებო  დასრულუფლებიანმა  ელჩმა  ბექა  დვალმა  და  სამხრეთ  აფრიკის  რესპუბლიკის  ოფიციალურმა  წარმომადგენელმა,   სამხრეთ  აფრიკის  საერთაშორისო  ურთიერთობებისა  და  თანამშრომლობისდეპარტამენტში  ცენტრალური  და  აღმოსავლეთ  ევროპის,  ნორდიკული  და  ბალტიის  ქვეყნებთან  ურთიერთობებზე  პასუხისმგებელმა  მთავარმა  დირექტორმა,   ლინდა  შონგვემ.
 
საღამოს  ქართული  კომპოზიციებით  აფორმებდა,  ქართველი  მომღერალი,  გიორგი  სუხიტაშვილი.  ღონისძიების წამყვანი  იყო  აფრიკის  სამხრეთის  რეგიონის  და  საქართველოს  სავაჭროპალატის  თავმჯდომარე    მარიუს  ჰაინსი.
 
ღონისძიებას  ესწრებოდნენ  სამხრეთ  აფრიკის  საერთაშორისო  ურთიერთობებისა  და  თანამშრომლობის  დეპარტამენტის,  სამხრეთ  აფრიკის  სხვა  სამთავრობო  სტრუქტურების,  სამხრეთაფრიკაში  აკრედიტებული  დიპლომატიური  კორპუსის,  სამხრეთ  აფრიკის  საგანმანათლებლო  და  ანალიტიკურ-კვლევითი  ორგანიზაციების,  მედია-საშუალებების,  ბიზნეს-სექტორის,ასევე,  აფრიკის  სამხრეთის  რეგიონის  და  საქართველოს  სავაჭრო  პალატის  წარმომადგენლები.  საქართველოს  დამოუკიდებლობის  დღის  აღსანიშნავ  ამ  საზეიმო  ღონისძიებას,  ასევე,  ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.