ქ.სიდნეიში „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მოასპარეზე ქართველი სამხედროების პატივსაცემად მიღება გაიმართა

 
29.10.2018 ავსტრალია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  გიორგი დოლიძემძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მოასპარეზე ქართველი სამხედროების პატივსაცემად, . სიდნეიში მიღება გამართა.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მოასპარეზეებს სპორტის 7 სახეობაში მონაწილეობისას გამოჩენილი შემართებისა და თავდადებისთვის და კიდევ ერთხელ მიულოცა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლების მოპოვება. ამასთან, ელჩმა მადლობა გადაუხადა ავსტრალიაში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოს გუნდის გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის.
მიღების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი კონტიგენტის მონაწილეობისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა.
 
აღსანიშნავია, რომ ქ. სიდნეიში მიმდინარე „ძლიერთა თამაშები“ 27 ოქტომბერს დასრულდა. შეჯიბრების ფარგლებში, მჯდომარე ფრენბურთში მოასპარეზე ქართველ სამხედროთა გუნდმა, ფინალურ მატჩში გაერთიანებული სამეფოს გუნდი დაამარცხა და ორგზის ჩემპიონი გახდა.