ქ. სტამბოლში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

9.04.2019 სტამბოლი- ქ.სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გაიმართა 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფოტო-გამოფენა. გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ გაიხსენა 30 წლის წინ თბილისში განვითარებული მოვლენები, რა დროსაც საბჭოთა არმიამ დაარბისაქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქ.სტამბოლში აკრედიტებულმა საკონსულო კორპუსმა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.