ქ.სტრასბურგში ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 6.11.2018 საფრანგეთი-  ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობის ორგანიზებით,  ქართული კულტურისადმი მიძღვნილი  ღონისძიება -  „თბილისობა“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თბილისობის თემაზე საკვირაო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა და გაიმართა ტრადიციული ქართული კერძების დეგუსტაცია. ასევე, სტრასბურგის წმინდა ქეთევან წამებულის გუნდმა „სადარისი“ ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.
 
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა ირაკლი გივიაშვილმა, საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.