ქ. თბილისსა და ქ. ლიმას შორის დამეგობრების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

3.07.2018-  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) ხელშეწყობით, ხელი მოეწერა ქ. ლიმას მუნიციპალიტეტსა და ქ. თბილისის მერიას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას.
 
აღნიშნულ ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია ქ. თბილისის მერის,  კახი კალაძისა და ქ. ლიმას მუნიციპალიტეტის მერის,  ლუის კასტანიედა ლოსიოს მიერ, წარმოადგენს თბილისისა და ლიმას დამეგობრების შესახებ იურიდიულ და სოციალურ ხელშეკრულების ფორმას, რაც ხალხთა შორის მეგობრობის გაღრმავების ხელშეწყობას, ტურიზმის განვითარებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ემსახურება.
 
აღსანიშნავია, რომ ლიმა თბილისთან დამეგობრებულ პირველ ქალაქს წარმოადგენს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.