ქ. თესალონიკში 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

10.04.2019 საბერძნეთი- . თესალონიკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ თეატრშიალექსანდროსგაიმართა 1989 წლის 9 აპრილის  მოვლენების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.
 
საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს მიეძღვნა თეატრალიზებული წარმოდგენა თესალონიკის ქართული თეატრალური დასისა და სხვა დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობით. წარმოდგენის დაწყებამდე, თეატრის ფოიეში, მაყურებელს საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა ამ დღის ამსახველი ფოტოგამოფენა.
წარმოდგენაში დიდი ადგილი დაეთმო გამომსვლელთა მოგონებებს - თითოეულ მათგანს პირადი გამოცდილება აკავშირებდა ამ დღესთან.

ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იყო 9 აპრილის მოვლენების ამსახაველი დოკუმენტური ფილმი.

ღონისძიების შემდეგ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში პროტოპრესვიტერმა გიორგი მათურელმა ჩაატარა 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.