ქ. თესალონიკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ევროპის საბჭოში გაერთიანების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

31.05.2019 ქ. თესალონიკი- საბერძნეთის რესპუბლიკაში . თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ევროპის საბჭოში გაერთიანების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება. მოეწყო ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა, რომელიც წარმოადგინა კომპანიამნაციონალური სამოსის სახლიდა ასევე წარმოდგენილი იყო კომპანია "Dec&Art-ის" ქართული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლმა „სულიკო“- მ შეასრულა საქართველოს ჰიმნი, არიები იტალიური და ქართული ოპერებიდან და ქართული პოლიფონიური სიმღერები, თესალონიკის ქართული ცეკვის ანსამბლმა „მამული“ - მ კი ქართული ხალხური ცეკვები. გენერალური საკონსულო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინითა და ქართული ტრადიციული კერძებით.

მიღებას ესწრებოდნენ თესალონიკის მერი - იანის ბუტარისი, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები, თესალონიკში აკრედიტებული საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები, სასულიერო პირები, ჩრდილოეთ საბერძნეთში მოღვაწე ბიზნესმენები, ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიის, განათლებისა და კულტურის, ასევე, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.