ქ. უფსალას ლიტერატურულ სალონში მსოფლიო პოეზიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ქართველმა პოეტებმა მიიღეს მონაწილეობა

27.03.2019 შვედეთი- უფსალას ლიტერატურულ სალონში მსოფლიო პოეზიის დღე აღინიშნა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ქართველი პოეტები. ღონისძიებაზე პოეტებმა საკუთარი ლექსები წარადგინეს შვედ გამომცემელ და მთარგმნელ კრისტიან კარლსონთან ერთად პოეტური ანთოლოგიიდან, რომელიც ნათარგმნია შვედურად მანანა კობახიძისა და კრისტიან კარლსონის მიერ.
 
შვედეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი პოეტი და არტისტი, ზურაბ რთველიაშვილი მკითხველის წინაშე  საკუთარი პერფორმანსით წარსდგა. კრისტიან კარლსონმა კი ისაუბრა ქართულ თანამედროვე პოეზიაზე. მისი თქმით, სწორედ ზურაბ რთველიაშვილის დამსახურებით ეზიარა ის ქართულ ლიტერატურას. სწორედ ამიტომ, კრისტიან კარსოლმა ქართველი ავტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებების შვედურ ენაზე გამოცემა გადაწყვიტა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ქართველი პოეტები: ლია სტურუა, ეკა ქევანიშვილი, პაატა შამუგია, ზურაბ რთველიაშვილი და გამომცემელი ქეთევან დუმბაძე,  ასევე შვედი პოეტი და მთარგმნელი ლარს ჰეგერი.
 
აღსანიშნავია, რომ კრისტიან კარლსონის ლექსების კრებული“ანბანის ამოხსნა" გამოიცა ქართულ ენაზე.