ქ. ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 1 ოქტომბერს, ქ. ვაშინგტონში გაიმართა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.
 
მხარეები განიხილეს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე იმსჯელეს უსაფრთხოების მხრივ რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. საუბარი შეეხო ასევე ტრანსნაციონალური საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
 
შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი. სამუშაო ჯგუფში ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
 
აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე, კევინ ოკიფი და თავდაცვის მდივნის ოფისის ბალკანეთის, კავკასიისა და შავი ზღვის საქმეთა დირექტორი, ტიფანი პეტროსი.

იხილეთ:
საქართველო
- ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივი განცხადება