ქართულ-ავსტრიული გუნდი “ჰარალო” სტუმრად საქართველოს საელჩოში

17.01.2020 ავსტრია - საქართველოს საელჩოს ტრადიციულად ქართულ-ავსტრიული მრავალხმიანი მომღერალთა გუნდი „ჰარალო“ ეწვია და საელჩოს თანამშრომლებისთვის ქართული საშობაო სიმღერები შეასრულა. 

საღამოზე სტუმრებს სიტყვით მიმართა ავსტრიაში საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ და მადლობა გადაუხადა გუნდის წევრებს საელჩოში სტუმრობის შესანიშნავი ტრადიციის შენარჩუნებისთვის. ღონისძიების დასასრულს, საელჩოს თანამშრომლებმა სტუმრებს ქართული კერძებითა და ღვინით უმასპინძლეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი და ავსტრიელი მუსიკოსებით დაკომპლექტებული სიმღერის გუნდი „ჰარალო“ წარმატებით მოღვაწეობს ავსტრიაში და საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით არაერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. ამასთან, „ჰარალო“ ყოველი ახალი წლის დასაწყისში საქართველოს საელჩოს სტუმრობს და საელჩოს თანამშრომლებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ახალი წლის დადგომას აღნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ღონისძიება იყო, რომელსაც საქართველოს საელჩომ ახალ შენობაში უმასპინძლა