ჩვენი სახელმწიფოსთვის თითოეული თქვენი წარმატებული ნაბიჯი ძალიან დიდი ღირებულების მატარებელია - მიხეილ ჯანელიძე დიასპორას

27.05.2018 ქ. თბილისი - 27-28 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ქართული დიასპორის ფორუმი "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" იმართება, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
 
ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალემებელი სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა, ქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას და  დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.
 
“მოხარული ვარ რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მეორედ ატარებს დიასპორის ფორუმს, რომლიც კარგი შედეგების მომტანია. გასულ წელს გვქონდა ყველა საკითხის ძალიან აქტიური განხილვები და მოვახერხეთ იგი აგევსახა სტრატეგიაში, რომელიც თქვენთან ერთად შემუშავდა.პირველად შეიქმნა ჩარჩო დაკუმენტი დიასპორასა და სახელმწიფოს ურთიერთოებების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ძალიან ბევრ მიმართელბას რომელსაც აქტიურად ვანვითარებთ” - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
 
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში საკონსტიტუციო ფორმით დიასპორასთან ურთიერთობების დარეგულირების კუთხით გადადგმულ მნიშვენლოვან ნაბიჯებზე გაამხვილა ყურადღება. მათ შორის, აღნიშნა, რომ განისაზღვდა დიასპორასთან ურთიერთობის სტატიუსი, რომელიც პირველად აისახა კონსტიტუციაში. მინისტრის თქმით, აღნიშნული ხაზს უსვამს ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესს, რომ გაძიერდეს ურთიერთობები ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან.
 
მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა  საქართველოსა და  მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დიასპორული ორგანიციების საქმიანობის შესახებ ინფომრაციის ქონის აუცილებლობაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელთან ერთადაც შემუშავდა ერთი ფანჯრის პრინციპზე შექმნილი, ურთიერთსარგებლიანობაზე დაფუძნებული, მომხამრებელზე ორიენტირებული ინფორმაციისა და სერვისების მიმწოდებელი დიასპორული ვებ პორტალის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც შექმინილია ვებ გვერდი.  მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აღნიშუნლი პლატფორმა შექმნის ახალი კომუნიკაციის შესაძლებლობას.
 
მინისტრმა ასევე  ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ დიასპოსრის წარმომადგენლების მიერ სამშობლოს განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასების მიზნით მიგარციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან მჭიდრო თანამშოლობაზე.
 
“მნიშვნელოვანია დიდი ყურადღება დავუთმოთ იმ ადამიანებს, ვისაც დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს სახელის გაძლიერებაში. თითოეულ თქვენთაგანს ძალიან დიდი როლი აქვს იმისათვის, რომ საქართველომ მსოფლიოს ასპარეზე  დაიმკვიდროს ადგილი როგორც ღირსეუმა ქვეყანამ. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული დიასპორელი. ჩვენი ახალი სახელმწიფოსთვის თითოეული თქვენი წარმატებული ნაბიჯი არის ძალიან დიდი ღირბულების მატარებელი.ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ თქვენს წარმატებას, თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მსოფლიო მაშტაბით.ეს არის ჩვენი ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი” - განაცხადა მინისტრმა.
 
საკუთარ გამოსვლაზე მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა დიასპორის წარმომადგენლისთვის სერვისებზე წვდომის გასააქტიურებლად დაწყებული სამუშაოების შესახებ, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს.
 
მინისტრამ ასევე ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და დიასპორიას წევრების შორის არსებულ მჭიდრო თანაშრომლობასა  და ურთიერთოებეის გაღრმავების პერსპექტივებს. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება საზღვარგარეთ ქართული ენის ცოდნის გასაძიერებლად.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ახალ ინიატივას, რომლითაც საზღვარგარეთ ქართველი სტუდენტებს მიეცემათ საშუალება საქართველოს საჯარო სამსახურში კონკურისში ელექტრონული კომუნიკაციის საშულებით მიიღონ მონაწილეობა.
 
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ნოე ჟორდანიას შვილი რეჯებ ჟორდანია.
 
გახსნის ცერემონიის დასრულებისას ფორუმის მონაწილეებმა მუშაობა განაგრძეს ოთხ თემატურ ჯგუფში: განათლება, კულტურა, მედია და სახალხო დიპლომატია, ბიზნესი და ეკონომიკა. თითოეულ თემატურ ჯგუფში იმსჯელებენ კონკრეტულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ეფექტური თანამშრომლობის გზებზე.
 
დიასპორის ფორუმში მონაწილეობას იღებენ  საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.ასევე საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა პროფესიულ სფეროში მოღვაწე თანამემამულეები და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები.  ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 22 ქვეყნიდან 400 მდე სტუმარი იღებს.
 
ღონისძიების მონაწილეები შეხვედრას გამართავენ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან. ეწვევბიან საქართველოს საოკუპაციო ხაზს. ასევე გვირგვინით შეამკობენ კოჯორში იუნკერთა მემორიალს. გაიმართება ოფიციალური მიღება საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით. ფორუმის მონაწილეები ასევე დაესწრებიან ეთნოგრაფიული კულინარიის ფესტივალსა და კონცერტს.
 
დიასპორის ფორუმი სასტურმო ბილტმორში იმართება. ​