ქართული ენის დღე ნიდერლანდების სამეფოში

 
14.12.2018 ნიდერლანდები- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  ღონისძიება „ქართული ენის დღე ნიდერლანდების სამეფოში“ გაიმართა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა გიორგი შარვაშიძემ. საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქართული კულტურის, ქართული ენისა და უნიკალური დამწერლობის შესახებ. ღონისძიებაზე ასევე წარადგინეს  საზღვარგარეთ მოქმედი ქართული  საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელო. აღსანიშნავია, რომ საკვირაო სკოლის სახელმძღვანელო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს აქტიური ჩართულობით პირველად შეიქმნა.  სპეციალურად დიასპორისათვის შემუშავებული სასწავლო პროგრამის შესახებ  ისაუბრეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ პროფესორმა გიორგი ალიბეგაშვილმა და დეპარტამენტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სამსახურის უფროსმა, თსუ-ს პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ. ღონისძიებაზე ასევე წარადგინეს, თსუ-ს ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებული - „უნივერსიტეტის იდეა და ქართველურ ენათა კვლევისა და სწავლების მნიშვნელობა“. ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები  ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.