ქართული კულტურის ზეიმი ინეგოლში

 8.07.2018 ქ.ინეგოლი- თურქეთის რესპუბლიკაში „ინეგოლის კავკასიის, ფოლკლორისა და კულტურის“ ასოციაციის ორგანიზებით ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ასოციაციასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი - „ჩვენებურები“  და  შემოქმედებითი კოლექტივები საქართველოდან.
 
ღონისძიებებს ესწრებოდნენ თურქეთის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქართველები. მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძემ, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვარლამ ბაძაღუამ,საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ, ქ. ინეგოლის მერმა ალფერ თაბანმა, ინეგოლის გამგებელმა ალი აქჩამ და  ბურსის მერმა, ალი ნური აქთაშმა.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ქ. ინეგოლის მერთან ალფერ თაბანთან და ქ. ინეგოლის გამგებელთან ალი აქჩასთან.
 
9 ივლისს, ქ. ინეგოლის სოფ. ჰაირიეში ცნობილი თურქეთელი ქართველი მოღვაწის, აჰმეთ ოზქანის (მელაშვილი) ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს აჰმედ ოზქან მელაშვილის საფლავი. 
 
    
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.