ქართველი დიპლომატები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

21.12.2018 თბილისი - საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ელჩების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებითან.

სამუშაო სესიაზე, რომლსაც უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე,  საუბარი შეეხო საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას დოკუმენტის შემდგომ დახვეწასა და მის იმპლემენტაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, წინადადებები და რეკომენდაციები  ქვეყნის საგარეო პოლიტიკის  სტრატეგიაზე, საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებზე.

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლევან დოლიძემ ვრცლად მიმოიხილა  ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე. საუბარი შეეხო სტრატეგიულ კომუნიკაციების როლს საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში, ასევე და შავი ზღვის რეგიონში არსებულ მდგომარეობას.

პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) გენერალურმა დირექტორმა ალექსი ალექსიშვილმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა PMCG-ის შესახებ და გაუზიარა თავისი მოსაზრება საერთაშორისო ბაზრისთვის ქართული ინტელექტუალური სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ფართოდ იქნა განხილული ქვეყნის ზოგადი და ძირითადი სტრატეგიული მიმართულება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით თავისი მოსაზრებები დააფიქსირა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ.  კორნელი კაკაჩიამ ასევე ვრცლად  მიმოიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა, საქართველოს  ადგილი და როლი აღნიშნულ ფორმატში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველ საბჭოში საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა გამოსვლის დასაწყისში მადლობა გადაუხადა საგარეო უწყებას თანამშრომლობისთვის და დღის წესრიგში იმ საკითხების წამოწევისთვის, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმალურად არია ჩართულები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, განსაკუთრებით კი ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში. მან ასევე ვრცლად მიმოიხილა  ქართული მხარის სამშვიდობო პოლიტიკა და ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.  მან ვრცლად მიმოიხილა ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები და ამ მიმართულებით საქართველოს პერსპექტივებზე ისაუბრა. ლაშა ტუღუშმა ელჩებს გააცნო ის კვლევები და შედეგები, რომელსაც მისი ორგანიზაცია აწარმოებს და მათზე დაყრდნობით უწყებას რეკომენდაციები მიაწოდა.

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძემ ყურადღება გაამახვილა ფონდისა და უწყებებს შორის არსებულ თანამსრომლობაზე. ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მომავალ წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე. სტრატეგიულ დოკუმენტზე საუბრისას  მან ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესში საჭირო ახალ დინამიზმე, ასევე ასოცირების შთანხმების იმპლემენტაციის პროცესზე.