რიგის კონფერენციის ფარგლებში ქართული ღვინო იქნა წარმოდგენილი

1.10.2017 ლატვია - 29-30 სექტემბერს რიგაში ყოველწლიურ მაღალდონის პოლიტიკურ ფორუმრიგის კონფერენცია 2017“ გაიმართა, რომლის ტრადიციული პარტნიორი გახლდათ ლატვიაში საქართველოს საელჩო.

აღსანიშნავია, რომ წელს, კონფერენციაში რეკორდული რაოდენობის, 750-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი. „რიგის კონფერენციის“ ტრადიციული პარტნიორი  გახლავთ  ლატვიაში საქართველოს საელჩო, რომელიც უკვე მესამე წელია კონფერენციას ქართული ღვინით ამარაგებს.

წელს კომპანია „ასკანელი ძმების“ დახმარებით „რიგის კონფერენცია 2017“-ის  ფარგლებში გამართულ მიღებებსა და სხვა სახის ღონისძიებებზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.

საქართველოს მხრიდან ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძემ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ შოთა ღვინერიამ და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში  თენგიზ ფხალაძემ.