რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში საერო პირებისათვის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

14.06.2017, ბუქარესტი - 14 ივნისს, რუმინეთის პატრიარქის დანიელის ინიციატივით, გაიმართა რუმინეთში საქართველოს ელჩთან, ილია გიორგაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობისათვის, რუმინეთის პატრიარქმა ელჩი ილია გიორგაძე დააჯილდოვა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ორდენით, რომელიც არის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო საერო პირებისათვის.