რუმინეთში გამოფენა "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" გაიხსნა

4.04.2018 ქ.ბუქარესტი -რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ძველი წიგნებისა და რუკების ეროვნულ მუზეუმში გამოფენა "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" გაიხსნა, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა.

გამოფენას ესწრებოდნენ რუმინეთის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო წრეებისა და მედიის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მუზეუმის დირექტრომა მარია კრისტინა ტომამ და საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. გამოფენა 22 აპრილამდე გაგრძელდება.