რუმინეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

4.06.2019 რუმინეთი- რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბუქარესტისდიპლომატიურ კლუბშისაქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
 
ღონისძიების ფარგლებში  საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ჰიმნები შესრულდა კონსტანცას ოლეგ დანოვსკის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის სოლისტი ტენორის, რეზვან სერარუს მიერ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, დანუც სებასტიან ნეკულაესკუმ. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და რუმინეთის სამსაუკუნოვან მეგობრობაზე, ორმხრივი ურთიერთობების დადებით დინამიკასა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე.

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ ეხილათ საქართველოს შესახებ სხვადასხვა ვიდეო-რგოლები და ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუმინეთის პარლამენტისა და სხვადასხვა საჯარო უწყებების, მედიის, კულტურისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ასევე, რუმინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წევრები.