რუმინეთში საქართველოს ელჩი დიმბოვიცას რეგიონს ეწვია

10.12.2018 რუმინეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი დიმბოვიცას რეგიონს ეწვია.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა დიმბოვიცას რეგიონული საბჭოს თავმჯდომარესთან, დანიელ-ნიკოლაე კომენესკუსთან და  დედაქალაქ ტირგოვიშტეს მერთან, დანიელ კრისტიან სტანთან.
 
შეხვედრების ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივებსა და ქალაქ ტირგოვიშტესა და ერთ-ერთი ქართული ქალაქის დაძმობილების საკითხს.